წმინდა ჯვრის ეკლესია (ნინი)

ნინი

წმინდა ჯვრის ეკლესია (ხორ. Crkva sv. Križa u Ninu) — IX საუკუნის კათოლიკური ეკლესია ხორვატიის ქალაქ ნინში. ხელოვნებათმცოდნე მლადენ პეიაკოვიჩის თეორიის თანახმად[1], კონსტრუქციას განზრახ დაუბალანსებელი ელიფსური ფორმა აქვს, რომელიც თითქოს მზის მოძრაობას მიყვება და კალენდრისა და მზის საათის ფუნქციას ასრულებს[1].

წმინდა ჯვრის ეკლესია

წმინდა ჯვრის ეკლესია

წმინდა ჯვრის ეკლესია (ნინი) — ხორვატია
წმინდა ჯვრის ეკლესია (ნინი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 44°14′35″ ჩ. გ. 15°11′04″ ა. გ. / 44.24306° ჩ. გ. 15.18444° ა. გ. / 44.24306; 15.18444
რელიგიური კუთვნილება კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რომაულამდელი
თარიღდება IX საუკუნე

ტაძრის შესასვლელში ამოკვეთილია IX საუკუნის წარწერა, სადაც ნახსენებია ხორვატიის ჟუპანი გოდეჩაი (župan „Godečaj“)[1].