პრინცესა მონონოკე
პრინცესა მონონოკე (იაპონ. もののけ姫?) — 1997 წლის იაპონური ეპიკური ისტორიული ფენტეზი ანიმაციური ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჰაიაო მიაძაკი. წარმოებულია „Studio Ghibli“-ის მიერ. ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ: იოძი მაცუდა, იურიკო ისიდა, იუკო ტანაკა, კაორუ კობაიასი, მასაჰიკო ნისიმურა, ცუნეჰიკო კამიძიო, აკიჰირო მივა, მიცუკო მორი და ჰისაია მორისიგე.
„პრინცესა მონონოკე“ | |
---|---|
იაპონური თეატრალური პოსტერი | |
ჟანრი | სათავგადასავლო, ფენტეზი |
ფილმის ტიპი | ანიმე |
რეჟისორი | ჰაიაო მიაძაკი |
პროდიუსერი | ტოსიო სუძუკი |
კომპოზიტორი | ჯო ჰისაისი |
სტუდია | Studio Ghibli |
დისტრიბუტორი |
იაპონია: ტოჰო მსოფლიო: Miramax Films |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 134 წთ. |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
ბიუჯეტი | 2,135,666,804.93 იენა |
შემოსავალი | 14,487,325,138.75 იენა |
ფილმის სიუჟეტი ვითარდება იაპონიაში, მურომატის პერიოდში, რომელსაც თან ახლავს ფენტეზის ელემენტები. ფილმის ძირითადი სიუჟეტური ხაზია პერსონაჟ ასიტაკას მონაწილეობა ტყისა და ადამიანთა დაპირისპირებაში. ახალგაზრდა ემისის პრინცი ასიტაკა მონაწილეობს ტყის ღმერთსა და ადამიანებს შორის გამართულ ბრძოლაში, რომლებიც მის რესურსებს მოიხმარენ. ტერმინი „მონონოკე“ წარმოადგენს არა სახელს, არამედ იაპონურ სიტყვას სულებისა და მონსტრების აღსანიშნავად. „Studio Ghibli“-ის სხვა ფილმებისგან განსხვავებით „მონონოკეს“ აქვს უფრო ძლიერი გარემო და ელფერი.
ფილმის პრემიერა იაპონიაში შედგა 1997 წლის 12 ივლისს, ხოლო აშშ-ში 1999 წლის 29 ოქტომბერს. იგი გახდა კომერციული ბლოკბასტერი და იაპონიის ყველა დროის უხვშემოსავლიანი ფილმი, თუმცა მოგვიანებით ეს პოზიცია ფილმ „ტიტანიკს“ დაუთმო.[1]. ფილმის საერთო შემოსავალმა 14,5 მლრდ. იენა შეადგინა ანუ 159 375 308 მლნ. დოლარი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Brenner, Robin E., Understanding Manga and Anime, Greenwood Publishing Group, 2007. — P. 16, 356 p, ISBN 978-0-31-309448-4.
- ↑ Princess Mononoke. Box Office Mojo. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2012.
კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ. |