პრიაპულიდები (ლათ. Priapulida) — ზღვის ჭიების მცირე რელიქტური ჯგუფი. სისტემატიკური კუთვნილება დაუდგენელია. ჭიის სხეულის სიგრძე რამდენიმე მმ-იდან 20 სმ-ს აღწევს. ხორთუმი განსაკუთრებული კუნთების (რეტრაქტორების) მოქმედებით შეიძლება შიგნით შეიწიოს და სიღრუის სითხის გავლენით გარეთ გამოიწიოს. სისხლის მიმოქცევის სისტემა არა აქვთ. სუნთქავენ სხეულის ზედაპირით ან უკანა სალაყუჩე დანამატებით. ნერვული სისტემა შედგება ხახის ირგვლივი რგოლისა და მუცლის ჭიმისაგან. გამომყოფი და სასქესო ორგანოები შეერთებულია შარდ-სასქესო სისტემად. ცალსქესიანებია. ჯგუფი აერთიანებს 6 გვარის 8 სახეობას; ყოფილ სსრკ-ის ზღვებში გვხვდება 2 გვარი — Priapulus და Halicryptus.