პრეჰ-მანივონგის ეროვნული პარკი

პრეჰ-მანივონგ-ბოკორის ეროვნული პარკი (ქმერ. ឧទ្យានជាតិព្រះមុនីវង្ស បូកគោ - Outtyeancheat Preah Monivong Bokor) — ეროვნული პარკი სამხრეთ კამბოჯაში, კამპოტის პროვინციაში. დაარსდა 1993 წელს. პარკის ფართობი 1 423.17 კმ²-ია. შეტანილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცის მემკვიდრეობის პარკების სიაში.[1] მდებარეობს დამრეის მთებში, კარდამონის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. პარკის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალი — პნომ-ბოკორი — ზღვის დონიდან 1 081 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ხშირად ბოკორის მთას უწოდებენ.

პრეჰ-მანივონგის ეროვნული პარკი

ឧទ្យានជាតិព្រះមុនីវង្ស បូកគោ

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ბოკორის ეროვნული პარკის ლანდშაფტი
მდებარეობა კამპოტის პროვინცია
ქვეყანა კამბოჯა
კოორდინატები 10°51′43″ ჩ. გ. 104°01′56″ ა. გ. / 10.86194° ჩ. გ. 104.03222° ა. გ. / 10.86194; 104.03222
ფართობი 1 423.17 კმ²
დაარსდა 1993
მმართველი ორგანო გარემოს დაცვის სამინისტრო

დამრეის მთები ადრე წითელი ქმერების მმართველობის ქვეშ იყო, თუმცა 1993 წლიდან პრეჰ-მანივონგის ეროვნული პარკი კამბოჯის სხვა ეროვნულ პარკებთან ერთად დააარსეს. ვირაჩეის ეროვნულ პარკთან ერთად პრეჰ-მანივონგის ეროვნული პარკი შეტანილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მემკვიდრეობის პარკების ნუსხაში.[2]

პრეჰ-მანივონგის ეროვნული პარკი ცნობილია გაუქმებული ბოკორის მთის სადგურით, ცენტრიდან დაშორებით მდებარე დასახლებით, რომელიც ფრანგმა კოლონიზატორებმა 1921 წელს ააგეს. 1928 წელს მათვე ააშენეს კათოლიკური ეკლესია, რაც კამბოჯაში ძალიან იშვიათი სანახავია. პარკს სახელი ეწოდა მეფე სისოვათ მანივონგის პატივსაცემად, რომელიც 1941 წელს პარკის ტერიტორიაზე გარდაიცვალა. 1924 წელს მანივონგმა აქ ბუდისტური ტაძრის აგება ბრძანა.

ბოლო პერიოდში პარკი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. მის ტერიტორიაზე დმებარეობს „Thansur Bokor Highland Resort“, დიდი მდიდრული სასტუმრო, რომელიც 2012 წელს აშენდა.[3] 2010 წელს პარკში ლოკ იეი მაოს დიდი ქანდაკება დაიდგა. ლოკ იეი მაო კამბოჯური ბუდიზმის მითიური გმირი ქალია, რომელიც მოგზაურებს, მონადირეებსა და მეთევზეებს მფარველობს. 29 მეტრის ქანდაკება იეი მაოს ქანდაკებათა შორის ქვეყნის მასშტაბით უმაღლესია.

  1. Protected Planet. (2018) Preah Monivong National Park. United Nations Environment World Conservation Monitoring Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 Dec 2018.
  2. List of ASEAN Heritage Parks. ASEAN. ციტირების თარიღი: 2009-08-29.
  3. Thansur Bokor Highland Resort. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-20. ციტირების თარიღი: 2020-08-25.