პრეშოვის მთები
პრეშოვის მთები (სლოვაკ. Slanské vrchy) — ქედი აღმოსავლეთ სლოვაკეთში, უნგრეთის საზღვართან. დასავლეთი კარპატების სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოება. აგებულია ძირითადად ანდეზიტებით. სიმაღლე 1092 მ-მდე (მთა შიმონკა). დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული მწვერვალები და ციცაბო ფერდობები, რომელიც ტექტონიკური საფეხურებით ეშვება მდინარეების ტორისისა და ტოპლიის ხეობებისაკენ. ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე მდებარეობს ქალაქი პრეშოვი.
პრეშოვის მთები | |
---|---|
პრეშოვის მთები | |
კოორდინატები: 48°45′ ჩ. გ. 21°30′ ა. გ. / 48.750° ჩ. გ. 21.500° ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვაკეთი უნგრეთი |
უმაღლესი წერტილი | შიმონკა |
სიმაღლე | 1092 მ |
ამგებელი ქანები | ანდეზიტები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პრეშოვის მთები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)