პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა
„პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ — ლაშა ბუღაძის 2013 წლის ტრაგიკომედია. პიესა იმავე წელს ბრიტანელმა ქართველოლოგმა დონალდ რეიფილდმა ინგლისურად თარგმნა და დაიდგა ლონდონში, Royal Court Theatre– ში.
„პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ | |
---|---|
| |
ავტორი | ლაშა ბუღაძე |
გარეკანის მხატვარი | თამარ თათელაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | ტრაგიკომედია, პიესა, აბსურდი, მაგიური რეალიზმი |
გამომცემელი | სულაკაურის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 2013 |
მედია | თხელი ყდა |
გვერდი | 144 |
ISBN | 9789941230233 |
პიესა ლონდონში
რედაქტირებალონდონის თეატრმა Royal Court Theatre, 2013 წლის 10 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლა. 6-კვირიანი ფესტივალის პირველ კვირას, 11-15 ივნისს, თეატრის სცენა, პირველად Royal Court-ის ისტორიაში, ქართველი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაეთმო. ლაშა ბუღაძის აბსურდის კომედია "პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა" (The President Has Come To See You) რეჟისორმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვიკი ფიზერსტოუნმა დადგა.
დადგმაში მოვლენები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე ვითარდება. სპექტაკლში, რომელიც ძალაუფლებასა და სიმხდალეზეა, მთავარი მოქმედი პირები პრეზიდენტი და ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთა ოჯახებსაც პრეზიდენტი თავს აფარებს ომის დროს.
მარტში კი "პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა" როიალ კორტის თეატრში თეატრალიზებულად წაიკითხეს. ღონისძიებას დაესწრნენ ლონდონში ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის სახელოვნებო პროექტების მენეჯერი მაია დარჩია, თუმანიშვილის ფონდის პრეზიდენტი მანანა ანთაძე, მარჯანიშვილის თეატრის მმართველი ეკა მაზმიშვილი.
სიუჟეტი
რედაქტირებამოქმედება 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომის დროს ვითარდება. ქვეყანაში არეულობაა და ხალხი ვერ ათვიცნობიერებს რა ხდება. პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები სხვადასხვა ოჯახებში დადიან და დროებით იმალებიან, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა დაბომბონ. ამავე დროს ტელევიზორში გადის ცოცხალი შოუ, რომლის მონაწილე ყველა გოგონას ნინო ჰქვია.
ამ დროს რეზერვისტი ლადო ყველანაირად ცდილობს თავის გიჟად მოჩვენებას, რათა ჯარიდან გამოუშვან. საბოლოოდ ხელებს დაისერავს, ღილებს დაიკერებს და გამოიქცევა. პრეზიდენტის პრესმდივანი ლელა პრეზიდენტს ეუბნება, რომ მისგან ორსულადაა. პრეზიდენტი პასუხს თავს არიდებს. შემდეგ პრეზიდენტი ცოცხალ შოუში მიდის, სადაც ხალხის დამშვიდების მაგივრად, საკუთარ პრობლემებზე საუბრობს. საბოლოოდ პიესა სრულ აბსურდში გადადის. პრეზიდენტი ორსულ ლადოს ხვდება.
პერსონაჟები
რედაქტირება- პრეზიდენტი
- ლადო – რეზერვისტი
- დათო – პრეზიდენტის მძღოლი
- ლელა – პრეზიდენტის პრესმდივანი
- ირინა – პრეზიდენტის ცოლი
- გოჩა – პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი
- შოთა – პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი
- რობერტი – პრეზიდენტის დაცვის უფროსი
- ექიმი (კაცი)
- ასისტენტი (ქალი)
- Lივე-სჰოწ-ს რეჟისორი
- (36 წლის მამაკაცი)
- შორენა
- სავარაუდო ნინო-1
- სავარაუდო ნინო-2
- ნინო-3
- ნინო-3-ის დედა
- გიორგი-1
- გიორგი-2
- ცოლი
- ქმარი
- მამუკა (48 წლის)
- ქალი ვარდისფერ ხალათში
- ქალის ხმა მარჯვენა ბინიდან
- კაცის ხმა მარცხენა ბინიდან
- ბიჭის ხმა მარცხენა ბინიდან
- განიერსახიანი ქალი
- კომპიუტერის ეკრანზე
- მოხუცი ქალი კომპიუტერის ეკრანზე
რეზერვისტები, ოპერატორები, მშობლები და, უბრალოდ, ცნობისმოყვარე ადამიანები
ჯილდოები
რედაქტირება2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამონარიდები BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:
- "ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა".
- "პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი".
პიესამ მიიღო „საბა“ 2012 წელს.
გამოხმაურება
რედაქტირება
The Messengerბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ პირველი ქართული თანამედროვე პიესაა, რომელიც ლონდონის თეატრ „როიალ კორტში“ დაიდგა. ეს აბსურდული, სატირული კომედია შავი იუმორითაა გაჯერებული და სიმხდალისა და ძალაუფლების შესახებ მოგვითხრობს“
Daily Telegraph„ეს პიესა შლის ზღვარს რეალურსა და გამონაგონს შორის და წარმოუდგენლად ძლიერი მუხტი მიაქვს მაყურებელთან“.
საიმონ სტივენსი, დრამატურგი„როიალ კორტის“ სცენაზე მსგავსი დადგმა ჯერ არ განხორციელებულა. „როიალ კორტი“ კი მართლაც გამოირჩევა იმით, რომ მუდმივად ახალსა და განსხვავებულს სთავაზობს მაყურებელს“.
ვიკი ფიზერსტოუნი, „როიალ კორტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი„შესანიშნავი ნამუშევარი, ქაოტური, შეშლილი პოლიტიკური სატირა 2008 წლის საქართველოზე. თხრობის ამგვარი მანერა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. ეს შავი იუმორით გაჯერებული კომედიაა, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა, მძაფრიც და სევდიანიც“.
ტობი ჯონსი, მსახიობი„მდიდარი თეატრალური შესაძლებლობების მქონე უნიკალური პიესა… ძალაუფლების დაკარგვის უნივერსალური ამბავი, რომელმაც შექსპირის „მეფე ლირი“ მომაგონა“.
British Theatre Guide„გოგოლისა და ჯო ორტონის დონის შავი პოლიტიკური სატირა“
Monkey Matter’s Theatre Reviews„ლაშა ბუღაძის პიესა სურეალისტური დრამის საუკეთესო ნიშნითაა აღბეჭდილი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწიგნები წიგნის შექმნა · დახმარება დამწყებთავის · დახმარება ექსპერტებისთვის · კითხვები · კონტაქტი