პრაღის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

პრაღის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ჩეხ. Kostel sv. Mikuláše) — ეკლესია ძველი ქალაქის მოედანზე პრაღაში. მონუმენტური რელიგიური ნაგებობა, ამჟამად ჩეხოსლოვაკიის ჰუსიტური ეკლესიის მთავარი ტაძარი.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
პრაღის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — ჩეხეთის რესპუბლიკა
პრაღის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 50°05′16″ ჩ. გ. 14°25′11″ ა. გ. / 50.08778° ჩ. გ. 14.41972° ა. გ. / 50.08778; 14.41972
რელიგიური კუთვნილება ჩეხოსლოვაკიის ჰუსიტური ეკლესია
ქვეყანა ჩეხეთი
ადგილმდებარეობა ჩეხეთი
სასულიერო სტატუსი ჩეხოსლოვაკიის ჰუსიტური ეკლესიის მთავარი ტაძარი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი

ამჟამინდელი ეკლესია დგას ქალაქის ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ნაგებობის ადგილზე, რომელიც მოიხსენიება 1273 წლიდან. ეკლესია რამდენჯერმე გადააკეთეს, ბოლოს 1732-1737 წლებში არქიტექტორ კილიან დინცენჰოფერის პროექტით. მთავარ შესასვლელზე ქანდაკებების ავტორია ანტონინ ბრაუნი, ხოლო ფრესკების ავტორია ბავარიელი კოსმას დამიან აზამი. მოოქროვილი ინტერიერში წარმოდგენილია ორღანი ანგელოზების ფიგურებით, ვიტრაჟები წმინდა ვაცლავისა და წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებებით.

1870 წლიდან 1914 წლამდე ტაძარს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფლობდა. ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ შეწირული ბროლის ჭაღი (ჰოროსი). ჭაღი დამზადდა ჰარახის მინის ცნობილ ქარხანაში და აქვს იმპერიული გვირგვინის სახე.

1945 წელს პრაღის აჯანყების დროს ეკლესია გამოიყენებოდა ჩეხი პარტიზანების მიერ, როგორც რადიო პრაღის საიდუმლო ადგილი.[1]

მართლმადიდებლურ შობასა და აღდგომაზე ტაძრის ირგვლივ ტარდება რელიგიური მსვლელობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edwards, Ivana (1994) Praguewalks (en). Macmillan, გვ. 217–8. ISBN 9780805023602.