პრაფულა ჩანდრა როი

პრაფულა ჩანდრა როი, ხანდახან რაი (ინგლ. Prafulla Chandra Ray, ბენგ. প্রফুল্ল চন্দ্র রায় ; დ. 2 აგვისტო, 1861, რაული-კატიპარა, ჯესორი — გ. 16 ივნისი , 1944, კალკუტა ) — ინდოელი სწავლული-ქიმიკოსი, მეცნიერების დოქტორი. მას უწოდებენ "ინდოეთის ფარმაცევტული წარმოების მამას". ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აზიური საზოგადოების, გაერთიანებული სამეფოს ქიმიური საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარების ინდოეთის ასოციაციის წევრი. მეცენატი.[4]

პრაფულა ჩანდრა როი
ბენგ. প্রফুল্ল চন্দ্র রায়
დაბ. თარიღი 2 აგვისტო, 1861(1861-08-02)[1] [2]
დაბ. ადგილი Jashore District[3]
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1944(1944-06-16)[1] [2] (82 წლის)
გარდ. ადგილი კოლკატა
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა ქიმიკოსი და პროფესორი
მუშაობის ადგილი Presidency University და University College of Science, Technology & Agriculture
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი და Presidency University
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Companion of the Order of the Indian Empire, Knight Commander of the Order of the Indian Empire და რაინდი-ბაკალავრი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 

პრაფულა ჩანდრა როი იყო მდიდარი მიწის მესაკუთრის შვილი. უმაღლესი განათლება მიიღო ვიდიასაგარის კოლეჯში. ვინაიდან იქ საბუნებისმეტყველო საგნებს არ ასწავლიდნენ, რეი საპრეზიდენტო კოლეჯში ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილებს ესწრებოდა. სწავლა განაგრძო შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარდა სწავლობდა ისტორიას, პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ლიტერატურას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ედინბურგში და მუშაობდა დისერტაციაზე, რომლის დასრულების შემდეგ 1877 წელს მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1888 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მომდევნო წელს საპრეზიდენტო კოლეჯში დროებით თანამდებობა მიიღო.

1896 წელს მან გამოაქვეყნა თავისი კვლევის შედეგები ვერცხლისწყლის ნიტრიტებზე და შექმნა სტაბილური ნაერთი ვერცხლისწყლის ნიტრიტი.

1901 წელს დააარსა პირველი ფარმაცევტული კომპანია ინდოეთში, ბენგალის ქიმიური და ფარმაცევტული ქარხანა კალკუტაში.

მუშაობამ ლითონის ნიტრიტებსა და ჰიპონიტრიტებზე, განსაკუთრებით ვერცხლისწყალზე, მას პოპულარობა მოუტანა მთელ მსოფლიოში.

 
მეცნიერის ბიუსტი კოლკატას სამრეწველო და ტექნოლოგიურ მუზეუმში

მუშაობის დროს მან შეისწავლა გარდამავალი ლითონების ნაერთები, როგორიცაა პლატინა და ირიდიუმი, და ორგანული ნივთიერებების სულფიდები. 1920 წლისთვის ქიმიკოსმა გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნდა ინდოეთის ქიმიური საზოგადოების ჟურნალში. იმავე წელს იგი ხელმძღვანელობდა ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ასოციაცია. აქტიურად იყო დაკავებული სოციალური საქმიანობით: როდესაც 1923 წელს ბენგალს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს, მან დააარსა დახმარების ორგანიზაცია. შეგროვდა 2,5 მილიონი ინდური რუპიის ღირებულების სახსრები და საქონელი და გადანაწილდა უსახლკაროებსა და მათხოვრებს შორის.[5]

ინოვაციურმა ქიმიკოსმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ღარიბთა დახმარებას და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას. მეცნიერი რეგულარულად სწირავდა თანხას სადჰარანა ბრაჰმო სამაჯის, ბრაჰმოს გოგონების სკოლას და ინდოეთის ქიმიურ საზოგადოებას. 1922 წელს მან გაიღო გარკვეული რაოდენობის თანხა ნაგარჯუნას პრემიის დასამკვიდრებლად, რომლითაც აჯილდოებენ მეცნიერებს ქიმიაში საუკეთესო ნაშრომისთვის.1937 წელს მისი შემოწირულობებით დაწესდა კიდევ ერთი აშუტოშ მუხერჯის პრემია ზოოლოგიისა და ბოტანიკის დარგში საუკეთესო ნაშრომისთვის.

პრაფულა ჩანდრა როი ავტორია წიგნისა „ინდური ქიმიის ისტორია უძველესი დროიდან მე-16 საუკუნის შუა ხანებამდე“.

იგი ითვლება ინდური ქიმიის მამად.[6]

არაერთი ინსტიტუტი ატარებს პრაფულა ჩანდრა როის სახელს, მათ შორის, Prafulla Chandra College კოლკატაში.

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Gupta M. Prafullachandra Ray: A BiographyMumbai: Bharatiya Vidya Bhavan, 1966. — P. 104.
  4. A History of Hindu Chemistry. London, Oxford : Williams and Norgate. 1902
  5. "29 Interesting Facts about Prafulla Chandra Ray- father of Indian Pharma". History of Indian Subcontinent. 28 June 2018. Retrieved 28 June 2019
  6. "Royal society honour for father of Indian chemistry P C Ray". Times of India. PTI. 30 September 2011. Retrieved 28 February 2018.