პორტუგალიის ადმინისტრაციული დაყოფა

1979 წლამდე პორტუგალია დაყოფილი იყო 11 პროვინციად. ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ პორტუგალიის კონტინენტური ტერიტორია დაიყო 18 რაიონად, ხოლო აზორისა და მადეირის კუნძულებს მიენიჭა ავტონომიური რეგიონის სტატუსი.

პორტუგალიის ადმინისტარციული დაყოფა

ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოა საკანონმდებლო ასამბლეა, რომელსაც ირჩევს რეგიონის მოსახლეობა. რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლებას ახორციელებს რეგიონის მთავრობა. რესპუბლიკა ავტონომიურ რეგიონში პორტუგალიის რესპუბლიკის წარმომადგენლითაა წარდგენილი, რომელსაც ქვეყნის მეთაური ნიშნავს. ხოლო იგი თავის მხრივ ნიშნავს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს.

პორტუგალიის ადმინისტრაციული ერთეულების აღწერისას გამოიყენება სხვადასხვა ტერმინები: რეგიონი (პორტ. região), სუბრეგიონი (პორტ. subregião), რაიონი (პორტ. distrito), საქალაქო აგლომერაცია (პორტ. grande área metropolitana, GAM), საქალაქო გაერთიანება (პორტ. comunidade urbana), მუნიციპალიტეტთაშორისი გაერთიანება (პორტ. comunidade intermunicipal). ქალაქები და მისი მიმდებარე დასახლებული პუნქტები იყოფა მუნიციპალიტეტებად (პორტ. município). მუნიციპალიტეტები კი თავის მხრივ იყოფა გაერთიანებებად (პორტ. freguesia). პორტუგალიაში დღესდღეობით 308 მუნიციპალიტეტი და 4 200 გაერთიანებაა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალური ასამბლეა, ხოლო აღმასრულებელი მუნიციპალური პალატა.

გაერთიანება (პორტ. freguesia) – პორტუგალიის მინიმალური ადმინისტრაციული ერთეულია. ტერმინი freguesia თავდაპირველად აღნიშნავდა მრევლს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა – გაერთიანების გამგეობა (პორტ. junta de freguesia). გაერთიანების წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების ასამბლეა, რომელიც დაკომპლექტებულია გაერთიანების მოსახლეობისაგან არჩეული წევრებით. აღმასრულებელ ხელისუფლებას აწარმოებს გაერთიანების საბჭო, რომელსაც გაერთიანების ასამბლეა ირჩევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება