პორტნოის სინდრომი
პორტნოის სინდრომი (ინგლ. Portnoy's Complaint) — ფილიპ როთის ყველაზე გახმაურებული რომანი. გამოიცა 1969 წელს. მისი მთავარი თემებია გაუცხოება და მარტოობა. რომანში ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის იუმორისტული და სექსუალურად ღია ფსიქოლოანალიტიკური მონოლოგია მოცემული. სიუჟეტი ერთი ფსიქოთერაპიის სეანსია, სადაც მთავარი გმირი, ალექს პორტნოი, მონოლოგს წარმოთქვამს, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“.
პორტნოის სიდრომი | |
---|---|
ავტორი | ფილიპ როთი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
დაწერის ადგილი | აშშ |
გამოცემულია | 12 იანვარი 1969 |
ქართულად თარგმნა | 2013 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პორტნოის სიდრომი დაარქივებული 2013-12-07 საიტზე Wayback Machine. ქართული გამოცემა
- „პორტნოის სინდრომი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)