პორტია ვუდმენი
პორტია ვუდმენი (ინგლ. Portia Woodman) დ. 12 ივლისი, 1991, კავაკავა,ნორთლენდის რეგიონი, ახალი ზელანდია)[1]. — ახალ ზელანდიელი მორაგბე, თამაშობს ფრთაზე. ირიცხება ახალი ზელანდიის ორივე ნაკრებში, როგორც 15 ქალაში,ასევე 7 ქალაში და ორივე სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონია. შვიდქალებში ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია და ერთა თანამეგობრობის ჩემპიონი.
პორტია ვუდმენი | |
---|---|
პორტია ვუდმენი. 2016 წელი | |
პირადი მონაცემები | |
სრული სახელი | პორტია ვუდმენი |
დაბადების თარიღი | 12 ივლისი, 1991 |
დაბადების ადგილი | კავაკავა,ნორთლენდის რეგიონი, ახალი ზელანდია |
სიმაღლე | 170 სმ |
წონა | 70 |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
კლუბი | მანუკაუ |
პოზიცია | ფრთა |
ეროვნული ნაკრები | |
ნაკრები | ახალი ზელანდია 2009-დან |
თამაში | 37 |
ქულა | (175) |
კარიერა | |
კლუბები | 2012–მანუკაუ |
Portia Woodman ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებავუდმენი ქალაქ კავაკავაში დაიბადა, წარმოშობით მაორია, Ngāpuhi iwi-ის ტომიდან[2]. მამამისი კაიენა ვუდმენი და ბიძა ფრედ ვუდმენი რაგბისტები იყვნენ და ახალი ზელანდიის ნაკრებშიც თამაშობდნენ. მისი დეიდა ტე აროა კინენი ნეტბოლის მოთამაშეა და ახალი ზელანდიის ნაკრებშიც გამოდიოდა.
პორტია ბავშვობაში ნეტბოლით იყო გატაცებული, Northern Mystics-ში თამაშობდა და ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა. 2012 წელს კი გადაწყვიტა სპორტის ამ სახეობისთვის თავი დაენებებინა და რაგბის გაყოლოდა. „ოლ ბლექსში“ დებიუტი 2013 წელს ინგლისის ნაკრებთან ჰქონდა. იმავე წელს ახალი ზელანდიის შვიდ ქალა ნაკრებში აიყვანეს და 29-30 ივნისს მოსკოვში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს. ნაკრებმა ყველა თამაში მოიგო და ფინალში 30 ივნისის საღამოს „ლუჟნიკების სტადიონზე“ კანადელი ქალები დაამარცხეს 29:12. პორტია კი საუკეთესო იყო ჩემპიონატზე 6 თამაშში 60 ქულა დააგროვა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. [3]
2015 წელს ვუდმანი შვიდქალა რაგბის ქალებში მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს.
2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედლებს დასჯერდა, პირადულში კი საუკეთესო მექულისა და მელელოვის პრიზი მიიღო. პორტიამ მაღალ დონზე ისაპარეზა 10 ლელო დადო 50 ქულა მოუნაგრა გუნდს და რეკორდიც დაამყარა. მეოთხედფინალში კი აშშ-ის ქალთა გუნდს მხოლოდ მისი ლელოთი მოუგეს 5:0. პორტიამ ფინალში ავსტრალიასაც გაუტანა მე-20 წუთზე, თუმც მეტი ვერ შეძლო და საბოლოოდ 17:24 წააგეს.
2017 წელს ახალი ზელანდიის 15 ქალა ნაკრების შემადგენლობაში ირლანდიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ფინალში ისევ ინგლისი დაამარცხეს 41-32. ვუდმანი აქაც საუკეთესო იყო, 6 მატჩში მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე 13-ჯერ დადო ლელო და 65 ქულით მთავარმექულეც შეიქმნა. [4] ამდენი წარმატების ფონზე, იმ წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ საუკეთესო ქალ მორაგბედ დაასახელა.
2018 წლის 13-15 აპრილს გოლდ-კოსტში ახალი ზელანდიის შვიდქალა ნაკრების შემადგენლობაში ერთა თანამეგობრობის შეჯიბრში გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა. კვლავ შვიდქალებში გაიბრწყინა, იმავე წლის 20-21 ივლისს სან-ფრანცისკოში, სადაც ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ნაკრების შემადგენლობაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. პორტიამ აქაც კარად ითამაშა, 6 ლელო დადო და შედეგით მექულეებში მეექვსე იყო, მელელოეებში კი მესამე-მეოთხე.
შვიდქალა რაგბიში გატანილი ლელოებით მსოფლიოს რეკორდსმენია. მან 157 მატჩში 195 ლელო დადო და ნაკრებს 975 ქულა მოუნაგრა.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპორტია ვუდმანს რაგბისტ რენე უილლიფთან აქვს რომანი.