რომის რესპუბლიკა (ლათ.: Res Publica Romanorum) იყო ფაზა ძველი რომის ცივილიზაციაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 510 წელს მონარქიის გადაგდებით და იარსება სანამ სამოქალაქო ომების სერიების შედეგად იმპერიად გარდაიქმნებოდა. იმპერიად გარდასახვის ზუსტი თარიღი ზოგიერთ მოვლენათა ინტერპრეტაციის საკითხია, რომელთა შორს მოიაზრება იულიუს კეისარის მუდმივ დიქტატორად დანიშვნის (ძვ.წ 44) თარიღი, აქციუმის ბრძოლა (ძვ.წ. 31) და რომის სენატის მიერ ოქტავიანესთვის "ავგუსტუსის" ტიტულის მინიჭება (ძვ.წ. 27).

თუმცა ეს განსაზღვრება თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ არის მიღებული და არა თავად იმ დროის რომაელთა მიერ. ადრეულ იულიო-კლაუდიელ იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ რეს პუბლიკა კვლავაც არსებობდა მათი უსაზღვრო ძალაუფლების პროტექციის ქვეშ და რომ ის საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა რესპუბლიკურ ფორმას. (…სრულად)