ობობები, ფეხსახსრიან ცხოველთა რიგი ობობასნაირთა კლასისა, მიეკუთვნება არაქნიდების ჯგუფს. კაცობრიობისთვის ცნობილია ობობების 32 000 ნაირსახეობა. ისინი ერთმანეთისგან სიდიდით, ფორმით და თვისებებებით განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთნაირი სხეულის აგებულება. ობობის სხეული ორი ნაწილისაგან შედგება. სხეულის წინა მხარე თავ-მკერდი (cephalothorax), რომელიც აერთიანებს ობობას თავისა და მკერდის ნაწილებს. ყოველ ობობას აქვს რვა კიდური, რომელიც შეერთებულია თავ-მკერდთან. სხეულის უკანა მხარეს შეადგენს მუცელი, რომელიც მოიცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასქესო ორგანოებსა და აბლაბუდის სართავ ორგანოებს. (სრულად...)
მარტი
შიმპანზე (Pan), ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი შიმპანზე (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც. ხეებზე გადაადგილდება მოსაჭიდებელი მტევნების მეშვეობით. ბუნაგს ხეზე იკეთებს. (სრულად...)