სამთავისი
სამთავისი

სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც დგას სოფელ სამთავისში (კასპის მუნიციპალიტეტი). ტაძრის აღმშენებელი იყო ილარიონ ძე ვაჩე ყანჩაელისა, სამთავნელი ეპისკოპოსი, რომელიც მოხსენიებულია აღმოსავლეთის ფასადის წარწერაში. ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თ. ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია), მითითებული იყო ძეგლის აშენების თარიღი - 1030. დროთა განმავლობაში ძეგლი ძლიერ დაზიანდა. გადარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებს კარიბჭეები აკლია, დასავლეთის ფასადი აღადგინეს XV საუკუნეში, მას შემდეგ გუმბათის ყელი ჩამოიქცა და შენობის დასავლეთი მხარე გადაანგრია. (...სრულად)