პორტალი:სსრკ/რჩეული სტატია

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში. საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა. კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას). საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (1990 წლის მონაცემებით – 78%) შედგებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისგან, რომელიც 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის ცარისტული იმპერიის ტერიტორიაზე დაარსდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ რუსეთის ფედერაციის სახით მის იურიდიულ მემკვიდრედ დარჩა. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დომინირების გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს მსოფლიოში, მეტწილად კი დასავლეთში, ძირითადად როგორც ”რუსეთს” იცნობდნენ. (სრულად)