პორტალი:საქართველოს ისტორია/რჩეული ციტატა/არქივი 2010
გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს!
![]() |
„არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების..“
|
(გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ლიბ.ჯე.)
|

![]() |
„ჩვენ ღმერთმა და ბედმა გვარგუნა ერთად ცხოვრება, ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრულად და ნათესაური სიყვარულით, ამიტომ მე ვიქნები იქ, სადაც ჩემი შრომა, ძალა და ენერგია გამოადგება ჩემს სამშობლოს: მე ჩემი ერის და საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ.
“
|
(ლორიკ მარშანია, „ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი)
|
![]() |
„დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს.“
|
(ივანე ჯავახიშვილი, მოგონებები სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე, თსკა.)
|

![]() |
„კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“
|
(გოდერძი ჩოხელი, „გოდერძი ჩოხელის ათი მცნება“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. 2010.)
|

![]() |
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს.“
|
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1978 წ.)
|