პორტალი:საფრანგეთი/ოქტომბერი
- 1307 : საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზის ბრძანებით ტამპლიერთა ორდენის ყველა რაინდი შეიპყრეს, მოგვიანებით კი ერეტიკოსობის ბრალდებით აწამეს.
- 1685 : საფრანგეთში, ლუი XIV გააუქმა ნანტის ედიქტი, რომელიც პროტექციას უწევდა ფრანგ პროტესტანტებს.
- 1789 : საფრანგეთის რევოლუცია - პარიზელი ქალები ვერსალისკენ მიემართებიან ლუი XVI-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ უკანასკნელის მიერ ფეოდალიზმის გაუქმების დადგენილების უარყოფის გამო.
- 1795 : საფრანგეთმა ბელგია დაიპყრო.
- 1795 : კამპო ფორმიოს ხელშეკრულება დაიდო საფრანგეთსა და ავსტრიას შორის.
- 1812 : ნაპოლეონის ომები - მალოიაროსლავეცის ბრძოლა მოსკოვთან.
- 1924 : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 1945 : საფრანგეთში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს.
- 1946 : საფრანგეთი მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუციას იღებს.
- 1954 : ალჟირის ომი დამოუკიდებლობისთვის - ალჟირის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტი საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდა.
- 1958 : საფრანგეთში დაიწყო მეხუთე რესპუბლიკის მმართველობა.
- 1960 : ნიგერი საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1961 : დაახლოებით 200 (ზოგიერთი მონაცემებით 400) მშვიდობიანი ალჟირელი მომიტინგე დახვრიტა პარიზის პოლიციამ.