პორტალი:რაგბი/რჩეული სტატია/1
All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბიში და ჰყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად.