რედ. რჩეული ბიოგრაფია
შარლემანი
შარლემანი

კარლოს I დიდი (747-814) (ფრანგ. Charlemagne, ინგლ. Charles the Great, გერმ. Karl der Große, ლათ. Carolus Magnus, დასაბამი ზედსართავი სახ. "Carolingian") — ფრანკთა მეფე 768814 წლებში, ლომბარდთა 774-დან, და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი. მისი ორმაგი როლი, როგორც იმპერატორისა (Imperator Augustus) და ფრანკთა მეფისა ისტორიულად აკავშირებს საღვთო რომის იმპერიულ კლანს, ფრანკთა სამეფოებსა და გვიანდელ გერმანიას. ამჟამად ფრანგებიც და გერმანელებიც კარლოს დიდს მათი ქვეყნების დამფუძნებელ ფიგურად მიიჩნევენ.

საკუთარი მეფობის განმავლობაში კარლოს დიდი მუდმივად ბრძოლებში იყო ჩართული, მისი ლეგენდარული ხმლით, ჟოიოსით ხელში. 30 წლის ომისა და 18 ბრძოლის (საქსონიის ომები) შემდეგ ის იპყრობს საქსონიას — მიზანი, რომელიც ავგუსტუსის აუსრულებელი ოცნება იყო. შეპყრობილი მიწები შემდეგ მან კათოლიკე ქრისტიანებად მოაქცია, საჭიროებისამებრ ძალის გამოყენებითაც. ზოგიერთი ცნობით, 782 წელს ვერდენში, ქვემო საქსონია, მას უბრძანებია თავის მოჭრა ერთ დღეში 4500 საქსონელისთვის (ვერდენის სისხლიანი განსასჯელი), რომელთაც განუზრახავთ ფრანკთა მმართველობის წინააღმდეგ ამბოხი და შემჩნეულ იქნენ წარმართობაში მათი ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ. თუმცა ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური საბუთი დღემდე ნაპოვნი არაა და ბევრი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. კარლოს დიდს ასევე განუზრახავს ესპანეთის დაპყრობა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ვერ მოუხერხებია.