პორტალი:ახლო აღმოსავლეთი/რჩეული სტატია/1

პირველი იმპერიის – ასურეთის რუკა
პირველი იმპერიის – ასურეთის რუკა

ასურეთი (აკად.: Aššur; ივრ.: אַשּׁוּר Aššûr, არამ.: Aṯûr) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. III ათასწლეულის შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონეთის მოსახლეობისაგან. სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენა ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.

ასურელები თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ ბაბილონის პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაება ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა "ასურის ქვეყნად", ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდ. ტიგრის ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირის-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო. (...სრულად)