- მშვიდობის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია ცნობილ ჩინელ დისიდენტ ლიუ სიაობოს მიენიჭა. როგორც ნორვეგიის ნობელის კომიტეტის პრეზიდენტმა ტურბიორნ იაგლანდმა განაცხადა, - „ჩინეთში ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის.“ ნობელის მშვიდობის პრეტედენტთა შორის იყვნენ რუსი უფლებათდამცველი სვეტლანა განუშკინა, ავღანელი აქტივისტი ქალი სიმა სამარი და გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი. (რადიო თავისუფლება)
|