- იემენის სამართალდამცავები იძიებენ, თუ ვინ დგას იმ გზავნილების უკან, რომლებსაც გუშინ მიაგნეს ორი სატრანსპორტო ფირმის, „ფედექსის“ და „იუ-პი-ესის“ ტვირთში. ამანათები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა, გაგზავნილი იყო აშშ-ში ებრაული ორგანიზაციებისთვის იემენიდან. დუბაის პოლიციამ, მიაგნო ერთ გზავნილს, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ემთხვევა იმას, რომელსაც ტერორისტული ორაგანიზაცია ალ-ყაიდა იყენებს. მეორე ამანათი, ასევე იემენიდან გაგზავნილი და აშშ-ში მიმავალი, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობით, ნახეს ბრიტანეთში, მიდლენდის აეოროპორტში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამანათებს „ნამდვილი ტერორისტული საფრთხე“ უწოდა. აშშ-ის შინაგანი უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ აეროპორტებში გამკაცრდა ტვირთის შემოწმება. "ფედექსმა" და "იუ-პი-ესმა" იემენიდან ყოველგვარი ტვირთის გაგზავნა შეწყვიეტს. აშშ-ის ფილადელფიის, ნიუარკის, ნიუ ჯერსის, ასევე ქალაქ ნიუ იორკის სატვირთო აეროპორტებში შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ ნახეს. (რადიო თავისუფლება)
|