- ჰაიტის ხელისუფლების ცნობით, ქოლერის ეპიდემიის მსხვერპლთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა, დაავადებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დაავადების გავრცელება ძირითადად არტიბონიტისა და ცენტრალური პლატოს რეგიონებში ხდება. სულ ცოტა ხუთი შემთხვევა აღინიშნა დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში. მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, როგორც ჩანს, ეს პირები ეპიდემიით მოცული რაიონებიდან ჩავიდნენ ქალაქში. (რადიო თავისუფლება)
- ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პაკისტანში, ბომბის აფეთქების შედეგად. შემთხვევა მოხდა ფენჯაბის პროვინციის ქალაქ პაკ პატანში მდებარე სუფისტური ტაძრის გარეთ. პოლიციის თანახმად, ბომბი, სავარაუდოდ, დამონტაჟებული იყო ტაძართან მდგარ მოტოციკლზე. (რადიო თავისუფლება)
|