- ბრიტანეთის პოლიციამ დააპატიმრა ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი. ლონდონის პოლიციის განცხადებით, ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, დღეს დილას დააკავეს, როცა ის ლონდონის პოლიციაში გამოცხადდა. დღესვე, მოგვიანებით, ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ასანჟი დააკავეს შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. მას სქესობრივი დანაშაულის ბრალდება აქვს წაყენებული. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდება „პოლიტიკურად“ არის მოტივირებული. (რადიო თავისუფლება)
|