პორტალი:ახალი ამბები/2010 დეკემბერი 17

მიმდინარე მოვლენები 17 დეკემბერი, 2010 (2010-12-17) (პარასკევი)
  • პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 20-ზე მეტი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ამერიკელი სამხედროების სამი სარაკეტო იერიშის შედეგად. სამივე იერიში უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, ავღანეთის მოსაზღვრე ხიბერის რაიონში. შეერთებულმა შტატებმა წელს გაახშირა უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმები პაკისტანში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს თავდასხმები ეწყობა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, სადაც ძლიერი პოზიციები აქვთ ალ-ყაიდას და თალიბანს. ხიბერში თავდასხმები კი უჩვეულოდ არის მიჩნეული. (რადიო თავისუფლება)
  • აშშ-მ, საფრანგეთმა და აფრიკის კავშირმა ულტიმატუმი წაუყენეს კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტ ლორან გბაგბოს და მოსთხოვეს ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციონერ კანდიდატ ალასანე უატარუსათვის. საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ უატარუს მიიჩნევს ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების გამარჯვებულად. მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები ოპოზიციას მასობრივ დარღვევებში და არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხუთშაბათს მომხდარი შეტაკებებისას სულ ცოტა ოცი ადამიანი დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)