- იორდანიის პრინცმა ალიმ ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფიფას 2022 წელს კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გამართვა სთხოვა. პრინცისსა აზრით, თანამასპინძელებად რეგიონის ზოგიერთი ქვეყანაც უნდა გამოცხადდეს. პრინცი ალის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კატარი ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 50 ცელსიუს გრადუსამდე აღწევს.მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ჩემპიონატი რეგიონში გაიმართოს და არა ერთ პატარა ქვეყანაში. პრინცმა ალიმ თანამასპინძელ ქვეყნებად ბაჰრეინის, გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ჩართვაც მოითხოვა. (ამერიკის ხმა)
- კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ჰაშიმ ტაჩის კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება. პირველადი მონაცემებით კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 34% მოიპოვა. ქვეეყნის 120 ადგილიან პარლამენტში კოსოვოს დემოკრატიული პარტია ადგილთა დიდ რაოდენობას დაიკავებს, თუმც იგი უმრავლესობის სტატუსს მაინც ვერ მიიღებს. როგორც ამერიკის ხმას განუცხადა კოსოვოს პოლიტიკურმა მიმომხილველმა კრენარ გაშიმ მეტოქე პარტიების ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ ტაჩისთან კოალიციური მთავრობის შექმნას.(ამერიკის ხმა)
|