- დავოსიდან ისრაელის პრეზიდენტთან შინომ პერესთან კონფლიქტის გამო სამშობლოში დაბრუნებულ თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანს თანამემამულენი ისე შეხვდნენ, როგორც გმირს-გადმოსცემს ბბს-ნიუსი. თურქეთის პრემიერმა დავოსის დატოვება მას მერე გადაწყვიტა, რაც ისრაელის პირველი პირის გამოსვლაზე კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს. კონფერენციაზე ოპრაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ შესახებ მიდიოდა საუბარი. ისრაელის პრეზიდენტს მთელი 25 წუთი მისცეს სასაუბროდ, მანაც დრო გამოიყენა და მომხდარზე პასუხისმგებლობა პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს დააკისრა. თურქეთის პრემიერ-მინისტრი კი ისრაელს პალესტინელი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში ადანაშაულებს. სამშობლოში ჩასულ ერდოღანს აეროპრტში ასეთი პლაკატებით დახვდა ხალხი: „ერდოღან ჩვენ სენთან ვართ!“, „ერდოღანი მომავალი მსოფლიო ლიდერი!“. news.bbc.co.uk
- კუბის სახელმწიფო საბჭოს ყოფილმა მეთაურმა ფიდელ კასტრომ აშშ პრეზიდენტისგან გუანტანამოს სამხედრო ბაზის დაბრუნება მოსთხოვა. სტატიაში, რომელიც კუბის სამთავრობო საიტზე გამოქვეყნდა სათაურით „აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესახებ ბჭობა“ ნათქვამია, რომ კუბაზე კუბელი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ბაზის არსებობა საერთაშორისო სამართლის ძირეული უფლებების დარღვევად უნდა შეფასდეს. მან ობამას ამ პრინციპების ულაპარაკოდ დაცვა მოუწოდა და აღნიშნა, რომ ობამა სამხედრო ბაზის დაბრუნებაზე მანა არ იფიქრებს, სანამ გუანტანამოს აშშ-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება. cubadebate.cu
- ისრაელის პრეზიდენტის წარმომადგენლობამ უარყო ინფორმაცია, თითქოს შიმონ პერესმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა დავოსში მომხდარი ინციდენტის გამო - ვკითხულობთ საიტზე lenta.ru. 29 იანვარს თურქეთის პრემიერმა დემონსტრაციულად დატოვა დავოსში მიმდინარე კონფერენცია, რადგან ისრაელის პრეზიდენტს 25 წუთი მისცეს სიტყვით გამოსვლითსვის, ხოლო ერდოღანს სულ რამდენიმე წუთი. საქმე ღაზაში სიტუაციის დარეგულირებას ეხებოდა. lenta.ru
|