პორტალი:აზერბაიჯანი/შესავალი
აზერბაიჯანის ჰიმნი
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნი | |
აზერბაიჯანი მდებარეობს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია დასავლეთით — საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთით — ირანი, ჩრდილოეთით — რუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ქვეყნის ფართობი შეადგენს 86.600 კმ²-ს; უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ (4485 მ), უდიდესი მდინარეები — კური (მტკვარი) და არაქსი. ძვ. წ. მე-9 ს-ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena (მმართველის სახელის მიხედვით). დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული “ატროპატენას” და არაბული “ადერბედაგანის” ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, მისი სახელი „ცეცხლის ქვეყანას“ ნიშნავს.