პომორები
პომორები — თეთრი ზღვის სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროს ძველი რუსული მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ნოვგოროდის მიწებიდან იყო გადასახლებული. პომორებს უწოდებენ თეთრი და ბარენცის ზღვის მთელ მოსახლეობასაც. რუსების ჩამოსახლება აქ დაიწყო XII საუკუნიდან და გაგრძელდა XVIII საუკუნის დამდეგამდე. პომორების საქმიანობა ძველთაგანვე ზღვასთან იყო დაკავშირებული (თევზჭერა, მენავეობა, გემთმშენებლობა). მათ აფრიანი გემებით პირველებმა მიაღწიეს კუნძულ შპიცბერგენს.
პომორებისათვის დამახასიათებელია რუსული კულტურის ჩრდილოეთის კომპლექსი (არქიტექტურა, ტანსაცმელი, ჩვევები, კილოკავი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 156.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: