პომოლოგია, ჯიშთმცოდნეობა, (ლათ. pomum — ნაყოფი და ...ლოგია) — აგრონომიული სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს ხეხილოვან და კენკროვან მცენარეთა ჯიშებს ბაღების ჯიშობრივი შედგენილობის, ცალკეული ჯიშის გაუმჯობესებისა და მეხილეობაში მათი რაციონალურად გამოყენებისათვის.

პომოლოგია ადგენს ძირითადად ჯიშების საწარმოო-ბიოლოგიურ მაჩვენებლებს, მავნე პირობებისადმი (ყინვა, გვალვა, ქარი, მავნებლებ-დაავადებები) გამძლეობას, მოსავლიანობას, ადრეულობას, ნაყოფის ხარისხს და სხვა.

პომოლოგიის მეშვეობით ხდება ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიშების გამოვლინება-შესწავლა და მათი სამეურნეო შეფასება, ჯიშების ინტროდუქცია, რაიონული საწარმოო-ბიოლოგიური შესწავლის საფუძველზე ჯიშების დარაიონება, რაც 3 ეტაპად მიმდინარეობს:

  • პირველადი ჯიშთშესწავლა — სამეცნიერო დაწესებულებათა პომოლოგიურ ბაღებში;
  • სახელმწიფო ჯიშთგამოცდა — პირველადი შესწავლით გამოვლინებული პერსპექტიული ჯიშების შემოწმება;
  • საწარმოო ჯიშთგამოცდა — ორი პირველეტაპგავლილი საუკეთესო ჯიშების შემოწმება

ლიტერატურა

რედაქტირება