პოლ ჯორჯი
პოლ ჯორჯი (ინგლ. Paul George; დ. 2 მაისი, 1990) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. თამაშობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში. არის NBA All-Star-ის ოთხგზის მონაწილე, სამჯერ დაასახელეს All-NBA Third Team-ის შემადგენლობაში და ასევე სამჯერ NBA All-Defensive Team-ის შემადგენლობაში.
პოლ ჯორჯი | |
---|---|
ჯორჯი 2014 წელს ინდიანა პეისერსში | |
№ 24 (2010-2014) №13 (2015-დღემდე) – [ოკლაჰომა სიტი თანდერი] | |
მცირე ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
2 მაისი, 1990 პალმდელი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
სიმაღლე | 2.06 სმ |
წონა | 100 კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | Fresno State (2008–2010) |
NBA-ის დრაფტი | 2010 / რაუნდი: Drafted / არჩევა: Round: 1 / Pick: 10th |
არჩეული ინდიანა პეისერსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2011-–დღემდე |
ლიგა | NBA |
კარიერის ისტორია | |
2011-2017 | ინდიანა პეისერსი |
2017-2019 | ოკლაჰომა სიტი თანდერი |
[http://www.nba.com/playerfile/
| |
მედლები
Gold medal – first place 2016 Rio de Janeiro USA Team
|
პოლ ჯორჯმა კალათბურთის თამაში დაიწყო ნაიტის საშუალო სკოლაში. შემდეგ თამაში გააგრძელა კოლეჯის გუნდში და იცავდა Fresno State-ის ღირსებას. ორი წლის შემდეგ გავიდა 2010 NBA draft-ზე. ის აირჩია „ინდიანა პეისერსმა“ მე-10-ე ნომრად. პოლ ჯორჯი პირველივე სეზონში მოხვდა NBA All-Rookie Second Team-ის შემადგენლობაში. 2013 წელს დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო განვითარებულ მოთამაშედ (NBA Most Improved Player Award) და ზუსტად ამ წელსვე ითამაშა პირველად NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში. ჯორჯმა მძიმე ტრავმა მიიღო 2014 წელს აშშს საკალათბურთო ნაკრების შესარჩევ საჩვენებელ მატჩზე. ის ფარის კონსტრუქციას დაეჯახა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ამის გამო მან გამოტოვა 2014-15 NBA-ის სეზონი და გუნდს მხოლოდ ბოლო 6-ს შეხვედრაში დაეხმარა. 2016 წელს კი ის სრულფასოვნად დაბრუნდა და მონაწილეობაც მიიღო NBA All-Star -ზე. ტრავმის შემდეგ ის ასევე დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებსაც და გუნდთან ერთად რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ბავშვობა
რედაქტირებაპოლ ჯორჯი დაიბადა 1990 წლის 2 მაისს კალიფორნიის ქალაქ პალმდელში, პოლ ჯორჯ უფროსისა და პაულეტა ჯორჯის ოჯახში. ის იზრდებოდა თავის უფროს დებთან ერთად ტეიოშასთან, რომელიც კალათბურთელია და პორტალა, რომელიც ფრენბურთელია. პოლი თაყვანს სცემდა და აღმერთებდა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდა კობი ბრაიანტს. ის ითვისებდა კობის სამუშაო ეთიკას იმისთვის, რომ გამხდარიყო მისნაირად წარმატებული კალათბურთელი.
კოლეჯის სტატისტიკა
რედაქტირებაწელი | გუნდი | თ.რ | ს.ს.დ | ს.მ | ს.გ | ს.წ | ს.დ | ს.ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
2008-09 | Fresno State | 34 | 34.6 | 6.2 | 1.9 | 1.7 | 1.0 | 14.3 |
2009-10 | Fresno State | 29 | 33.2 | 7.2 | 3.0 | 2.2 | 0.8 | 16.8 |
პროფესიონალური კარიერის სტატისტიკა
რედაქტირებაწელი | გუნდი | თ.რ | სასტ. | ს.ს.დ | ს.მ | ს.პ | ს.წ | ს.დ | ს.ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2010-11 | ინდიანა | 61 | 19 | 20.7 | 3.7 | 1.1 | 1.0 | 0.4 | 7.8 |
2011-12 | ინდიანა | 66 | 66 | 29.7 | 5.6 | 2.4 | 1.6 | 0.6 | 12.1 |
2012-13 | ინდიანა | 79 | 79 | 37.6 | 7.6 | 4.1 | 1.8 | 0.6 | 17.4 |
2013-14 | ინდიანა | 80 | 80 | 36.2 | 6.8 | 3.5 | 1.9 | 0.3 | 21.7 |
2014-15 | ინდიანა | 6 | 0 | 15.2 | 3.7 | 1.0 | 0.8 | 0.2 | 8.8 |
2015-16 | ინდიანა | 81 | 81 | 34.8 | 7.0 | 4.1 | 1.9 | 0.4 | 23.1 |
2016-17 | ინდიანა | 75 | 75 | 35.9 | 6.6 | 3.3 | 1.6 | 0.4 | 23.7 |
კარიერა | 448 | 400 | 32.8 | 6.3 | 3.2 | 1.6 | 0.4 | 18.1 | |
All-Star | 4 | 2 | 25.5 | 4.5 | 3.3 | 1.3 | 0 | 22.0 |
პლეიოფის სტატისტიკა
რედაქტირებაწელი | გუნდი | თ.რ | სასტ. | ს.ს.დ | ს.მ | ს.პ | ს.წ | ს.ბ | ს.ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2011 | ინდიანა | 5 | 5 | 26.6 | 5.0 | 1.0 | 1.4 | 2.0 | 6.0 |
2012 | ინდიანა | 11 | 11 | 33.7 | 6.6 | 2.4 | 1.6 | 0.4 | 9.7 |
2013 | ინდიანა | 19 | 19 | 41.0 | 7.4 | 5.1 | 1.3 | 0.5 | 19.2 |
2014 | ინდიანა | 19 | 19 | 41.1 | 7.6 | 3.8 | 2.2 | 0.4 | 22.6 |
2016 | ინდიანა | 7 | 7 | 39.3 | 7.6 | 4.3 | 2.0 | 0.7 | 27.3 |
2017 | ინდიანა | 4 | 4 | 42.9 | 8.8 | 7.3 | 1.8 | 0.5 | 28.0 |
კარიერა | 65 | 65 | 38.6 | 7.3 | 4.0 | 1.7 | 0.6 | 19.0 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- George's official website დაარქივებული 2015-07-24 საიტზე Wayback Machine.
- Fresno State Bulldogs bio დაარქივებული 2016-03-19 საიტზე Wayback Machine.
- Paul George დაარქივებული 2015-12-10 საიტზე Wayback Machine.