პოლ ვიდალ დე ლა ბლაში
ფრანგი გეოგრაფი
პოლ ვიდალ დე ლა ბლაში (ფრანგ. Paul Vidal de La Blache; დ. 22 იანვარი, 1845, პეზენასი — გ. 5 აპრილი 1918, ტამარისი) — ფრანგი გეოგრაფი. ფრანგული გეოგრაფიული სკოლის დამაარსებელი. გეოგრაფიასა და ისტორიას სწავლობდა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. ავტორია გამოკვლევებისა ფიზიკური გეოგრაფიის და მოსახლეობის გეოგრაფიის დარგში. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „საფრანგეთის გეოგრაფიის სურათი“ (1903), „აღმოსავლეთი საფრანგეთი“ (1917) და სხვა. 1891 წელს დააარსა ფრანგული გეოგრაფიული ჟურნალი „Annales de géographie“. 1898-1918 წლებში სორბონში იყო გეოგრაფიის პროფესორი. მკვლევარის ძირითადი თეორიული ნაშრომები განზოგადებულია ემანუელ დე მარტონის რედაქციით გამოშვებულ წიგნში „საზოგადოებრივი გეოგრაფიის პრინციპები“ (1922).
პოლ ვიდალ დე ლა ბლაში | |
---|---|
ფრანგ. Paul Vidal de La Blache | |
დაბ. თარიღი | 22 იანვარი, 1845[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | პეზენასი, ერო |
გარდ. თარიღი | 5 აპრილი, 1918[7] [1] [3] [8] [4] [5] [6] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ლა-სეინ-სიურ-მერი, ვარი |
დასაფლავებულია | მონპარნასის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | გეოგრაფი და კარტოგრაფი |
მუშაობის ადგილი | პარიზის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | French School at Athens, კარლ დიდის ლიცეუმი და პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[9] |
განთქმული მოსწავლეები | Henri Baulig |
შვილ(ებ)ი | Joseph Vidal de La Blache |
ჯილდოები | ჩარლზ დეილის სახელობის მედალი და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Babelio — 2007.
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.0 6.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Видаль де ла Блаш Поль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ https://vidal-lablache.cnrs.fr/