პოლინოზი
პოლინოზი — სეზონური ხასიათის ალერგიული დაავადება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მცენარეების მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, სენსიბილიზაციით, ახასიათებს სასუნთქი გზების, კონიუნქტივის, კანის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება[1].
გამოვლინებები
რედაქტირებაპოლინოზს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი გამოვლინებები: სეზონური ალერგიული რინიტი; სეზონური ალერგიული დერმატიტი; სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი; მტვრისმიერი ბრონქული ასთმა[2][3].
დიაგნოსტიკა
რედაქტირებაპოლინოზის დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია ალერგიული ანამნეზი, კანის სინჯები ალერგენებზე, პროვოკაციული სინჯები, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა – სპეციფიკური იმუნოგლობულინ E -ს განსაზღვრა.
სიმპტომები
რედაქტირებაქავილისა და წვის შეგრძნება ცხვირში, ხშირი ცემინება, უხვი გამონადენი ცხვირიდან და გაძნელებული სუნთქვა, ქუთუთოების ქავილი და სიწითლე, შეშუპება, ცრემლდენა, თვალებში „ქვიშის“ შეგრძნება,შეტევითი ხასიათის სუნთქვის უკმარისობა, ხველა, ქავილი და გამონაყარი კანზე. პოლინოზის სიმპტომები ჩვეულებრივ მეორდება წლების განმავლობაში, წელიწადის ერთსა და იმავე დროს და შესაძლოა გაგრძელდეს ორი კვირიდან ხუთ თვემდე.
დიდი ქალაქის მცხოვრებნი პოლინოზით 6-7-ჯერ ხშირად ავადობენ, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი. გამონაბოლქვისა და მავნე აირების ბრონქებში სისტემატური მოხვედრა აქვეითებს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას და მტვრის ნაწილაკები მას გაცილებით ადვილად აზიანებს.
პოლინოზის თვითგანკურნება არ ხდება იშვიათი შემთხვევების გარდა, ყოველ მომდევნო სეზონზე ალერგიული სიმპტომები უფრო და უფრო მძაფრდება. ალერგიული რინიტი ადეკვატური მკურნალობის არარსებობისას, შესაძლოა გადაიზარდოს ბრონქული ასთმაში.
საშიშროება
რედაქტირებადაავადების გართულებებია: ჭინჭრის ციება; ბრონქიალური ასთმა; კვინკეს შეშუპება; ატოპიური დერმატიტი; ცისტიტი</ref>[4].
მკურნალობა
რედაქტირებამას შემდეგ, რაც დაავადების მიზეზი დაზუსტდება, სპეციალისტი პაციენტთან შეთანხმებით შეიმუშავებს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც მოიცავს: 1. ელიმინაციურ ღონისძიებებს - ალერგენთან კონტაქტის შემცირებას ან შეწყვეტას; 2. ფარმაკოთერაპიას, რომლის მიზანია, მინიმუმამდე შევამციროთ სიმპტომები და ხელი შევუშალოთ დაავადების პროგრესირებას. უმეტესად გამოიყენება ბოლო თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, აგრეთვე - ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდები საინჰალაციო ფორმით. მკურნალობა სასურველია დაიწყოს ყვავილობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. 3. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია – ეს მეთოდი უფრო რადიკალური და ეფექტურია, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე უკუჩვენება არ არსებობს. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის პრინციპი გულისხმობს გამომწვევი ალერგენის მიმართ სპეციფიკური ტოლერანტობის (განურჩევლობის) გამომუშავებას. ყვავილის მტვრის მიმართ ტოლერანტობა მიიღწევა ორგანიზმში ალერგენის მზარდი დოზების შეყვანით. ჰიპოსენსიბილიზაცია, წესისამებრ, იწყება ზამთარში და მთავრდება ყვავილობის სეზონის დადგომამდე, ან შემცირებული დოზებით მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. სრული თერაპიული ეფექტის მისაღებად სამი კურსი მაინც უნდა ჩატარდეს. ეს მეთოდი ყველაზე სასარგებლოა სწორედ პოლინოზების დროს[5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Immunotherapy for Environmental Allergies (May 12, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 June 2015. ციტირების თარიღი: 19 June 2015.
- ↑ Hall, Marshall (May 19, 1838). „Dr. Marshall Hall on Diseases of the Respiratory System; III. Hay Asthma“. The Lancet. 30 (768): 245. doi:10.1016/S0140-6736(02)95895-2. ციტატა: „With respect to what is termed the exciting cause of the disease, since the attention of the public has been turned to the subject an idea has very generally prevailed, that it is produced by the effluvium from new hay, and it has hence obtained the popular name of hay fever. [...] the effluvium from hay has no connection with the disease.“
- ↑ (2014) History of Allergy. Karger Medical and Scientific Publishers, გვ. 62. ISBN 9783318021950.
- ↑ (1998-07-01) Diseases of the Skin: For Practitioners and Students. ციტირების თარიღი: 2014-04-27.
- ↑ Wheatley, LM; Togias, A (29 January 2015). „Clinical practice. Allergic rhinitis“. The New England Journal of Medicine. 372 (5): 456–63. doi:10.1056/NEJMcp1412282. PMC 4324099. PMID 25629743.