პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი

პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლ. Uniwersytet Medyczny im. Karola Marcinkowskiego w Poznaniu) ― ცნობილი უნივერსიტეტი პოლონეთში. მდებარეობს ქალაქ პოზნანში. უნივერსიტეტის ისტორია 1919 წელს პოზნანის უნივერსიტეტის დაფუძნებიდან იწყება, ხოლო დამოუკიდებელ ინსტიტუტად 1950 წელს ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

პოზნანის სამედიცინო მეცნიერებთა უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1 იანვარი, 1950
ატარებს სახელს Karol Marcinkowski
ტიპი სამედიცინო სკოლა და თავისუფალი გამომცემელი[1]
რექტორი Andrzej Tykarski[2]
სტუდენტი 8 000
ქვეყანა პოლონეთი[1]
პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი — პოლონეთი
პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი
http://www.ump.edu.pl

ისტორია რედაქტირება

პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ისტორია 1919 წელს პოზნანის უნივერსიტეტში ფარმაცევტიკის დეპარტამენტის შექმნიდან იწყება. 1920 წელს მედიცინის ფაკულტეტი შეიქმნა. 1939 წელს, გერმანელთა ოკუპაციის შემდეგ, პოზნანის უნივერსიტეტი დაიხურა, თუმცა ბევრი პროფესორი სწავლებას აგრძელებდა. 1940 წელს ვარშავაში დასავლეთ მიწების იატაკქვეშა უნივერსიტეტი შეიქმნა, რომელიც მედიცინის, ფარმაციისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებსაც მოიცავდა. ფაკულტეტების დიდი ნაწილი პოზნანის უნივერსიტეტიდან დაკომპლექტდა.[3] I 1941 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში მედიცინის პოლონური სკოლა დაფუძნდა. ომის ბოლო თვეებში, პოზნანის ბრძოლის დროს, უნივერსიტეტის ხელახლა გახსნისთვის მზადება დაიწყო. უნივერსიტეტი ოფიციალურად ხელახლა გაიხსნა 1945 წელს.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. https://radon.nauka.gov.pl/dane/profil/a38a9162-5445-4322-9fe7-21ec91508ec7
  3. Włodzimierz Borodziej (2006). The Warsaw Uprising of 1944. Univ of Wisconsin Press, გვ. 10. ISBN 978-0-299-20730-4.