პლატონ ლეჟავა (სამხედრო)
პლატონ ირაკლის ძე ლეჟავა — ქართველი სამხედრო პირი, პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) და რევოლუციური მოძრაობის მონაწილე.
1914 წელს გაიწვიეს სარეზერვო გორის 202-ე ქვეითი პოლკში უნტერ-ოფიცრად. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წელს პოლონეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში. სამჯერ დაიჭრა. ომის დასასრულს ჰქონდა პოდპორუჩიკის წოდება, დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III და წმ. ანას IV ხარისხის ორდენებით და იყო „გიორგის ჯვრის“ სრული კავალერი (მიღებული ჰქონდა ოთხივე ხარისხის ნიშანი). 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დააარსა ქართველ მხედართა კავშირი და რევოლუციურ აგიტაციას ეწეოდა ქართული პოლკების ჯარისკაცებს შორის. იმავე პერიოდში ჩამოაყალიბა ქართველ მხედართა კავშირის სატანვარჯიშო საზოგადოება „ამირანი“, რომელიც 1918 წელს გარდაიქმნა ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება „შევარდენად“, ხოლო ლეჟავა არჩეული იქნა მისი გამგეობის წევრად. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების კანცელარიის სამხედრო განყოფილების საქმეთა მმართველი.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Лежава Платон / «Памяти героев Великой войны 1914–1918».