გორის 202-ე ქვეითი პოლკი

გორის 202-ე ქვეითი პოლკირუსეთის იმპერიის არმიის სამხედრო შენაერთი, რომელიც გორის სარეზერვო ქვეითი (კადრის) პოლკის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 1908 წლის 30 დეკემბერს გორის 259-ე სარეზერვო ქვეითი პოლკი გადაკეთდა გორის 259-ე ქვეით პოლკად. 1910 წელს შეუცვალეს ნუმერაცია და უწოდეს გორის 202-ე ქვეითი პოლკი.

შედიოდა 51-ე ქვეითი დივიზიის (შტაბ-ბინა ქ. ქუთაისი) შემადგენლობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის, ლიეტუვისა და აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორიებზე (1915). 1918 წელს პოლკი გაუქმდა.

სხვადასხვა დროს პოლკში მსახურობდნენ კონსტანტინე ერისთავი (პოლკის მეთაური 1890-1896 წლებში), მიხეილ მაჭავარიანი (პოლკის მეთაური 1897-1899 წლებში), ილია ჯაიანი (პოლკის მეთაური 1907-1909 წლებში), ვასილ კარგარეთელი, მიხეილ ლევანდოვსკი, აბელ მაყაშვილი და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 118.
  • Хроника кавказских войск в 2-х частях, сост. А. Л. Гизетти, Тфл., 1896.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება