პლაკოდერმები, ჯავშნიანი თევზები (ლათ. Placodermi) — ნამარხი თევზების ჯგუფი. მათი სხეულის სიგრძე 5-6 მ აღწევდა. თავი და სხეულის წინა ნაწილი ჯანისეული წარმოშობის ძვლოვანი ფირფიტების ჯავშნით იყო დაფარული, ტანის უკანა ნაწილი კი ქერცლიანი ან შიშველი ჰქონდათ. თავისა და გულმკერდის ძვლოვანი ჯავშანი ერთმანეთს 2 მოძრავი სახსრით უკავშირდებოდა. პლაკოდერმების ყბები კიდეწამახვილებული ძვლოვანი ფირფიტებისაგან იყო აგებული. ძირითადად ფსკერის ცხოველები იყვნენ. ცხოვრობდნენ დევონურ პერიოდში.

პლაკოდერმები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  პლაკოდერმები
ლათინური სახელი
Placodermi

ლიტერატურა

რედაქტირება