პლაიასის კანტონი
პლაიასი (ესპ. Playas; გენერალ-ვილიამილი) — კანტონი ეკვადორში, გუაიასის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ესაზღვრება გუაიაკილის კანტონი, დასავლეთით სანტა-ელენას პროვინცია, ხოლო სამხრეთით წყნარი ოკეანე. კანტონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პლაიასი, რომლის ოფიციალური სახელია გენერალ-ხოსე-დე-ვილიამილი, ან გენერალ-ვილიამილ-პლაიასი. კანტონის ფართობია 270,2 კმ2, ხოლო მოსახლეობა, 2022 წლის მონაცემებით, 58 768 ადამიანს შეადგენს. [1]
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
პლაიასის კანტონი Cantón Playas | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
ადმ. ცენტრი | პლაიასი | ||||
კოორდინატები | 2°37′23″ ს. გ. 80°23′15″ დ. გ. / 2.6233306° ს. გ. 80.3875000° დ. გ. | ||||
ფართობი | 270.2 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური | ||||
მოსახლეობა | 58 768 კაცი (2022) | ||||
სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.municipioplayas.gob.ec | ||||