პიტისებრნი
პიტისებრნი (ლათ. Pittidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. შეიცავს 1 გვარს (Pitta) და 25 სახეობას. გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. ტანად პატარა ფრინველებია. აქვთ მოკლე ბოლო და გრძელი ფეხები; შეფერადებაში ჭარბობს ღია ფერები. ფრენენ ცოტას და ცუდად, უფრო მიწაზე დახტიან. ბუდეს იკეთებენ მიწაზე ან ბუჩქებზე. მონოგამებია. დებენ 2-7 კვერცხს. გამრავლების პერიოდის გარდა გვხვდება ერთეულებად ან პატარ-პატარა გუნდებად. იკვებებიან ჭიებით, მწერებითა და მათი მატლებით, მოლუსკებით.
პიტისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Pitta brachyura | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pittidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 88.