პიტერ ჰოვარდ გილმორი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პიტერ ჰოვარდ გილმორი (დ. 24 მაისი, 1958) — ამერიკელი მწერალი და ლავეიელი სატანისტი. ის არის სატანის ეკლესიის ამჟამინდელი მღვდელმთავარი. როგორც სატანის ეკლესიის წარმომადგენელმა, გილმორმა მონაწილეობა მიიღო მრავალ სატელევიზიო და რადიო გადაცემაში, რომლებიც ეხებოდა სატანიზმის თემას, მათ შორის იყო გამოსვლები History, BBC, Syfy, Point of Inquiry და ბობ ლარსონის Christian radio-ში[1]

პიტერ ჰოვარდ გილმორი
მღვდელმთავარი
ეკლესია სატანის ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1958 (1958-05-24) (66 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
რელიგია ლავეიანური სატანიზმი
მეუღლე პეგი ნადრამია
პროფესია მღვდელი, მწერალი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (მეცნიერებათა ბაკალავრი, ხელოვნების მაგისტრი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

გილმორი გაიზარდა ნიუ–იორკის შტატში. ცამეტი წლის ასაკში მან წაიკითხა სატანისტური ბიბლია და მას შემდეგ სატანის ეკლესიას აღწერს, როგორც „მოტივაციის ფილოსოფიურ ძალას ჩემს ცხოვრებაში“.[2]

ის და მისი მეუღლე, პეგი ნადრამია, 1989—2005 წლებში გამოსცემდნენ სატანისტურ ჟურნალს The Black Flame. 2005 წელს გილმორმა დაწერა ახალი შესავალი ანტონ ლავეის სატანური ბიბლიის ახალი გამოცემისთვის, ხოლო მისი ესე სატანიზმის შესახებ გამოქვეყნდა ენციკლოპედიაში რელიგიისა და ბუნების შესახებ. [3]

სატანისტური წერილები

რედაქტირება

სატანისტური წერილების მაგარყდიანი გამოცემა, ესეების კრებული და გილმორის სხვა ნაწერები გამოიცა 2007 წლის ვალპურგის ღამით. რბილყდიანი ვარიანტი (ISBN 0976403595 ) გამოიცა 2007 წლის 13 ოქტომბერს. წიგნი მოიცავს ისეთი რიტუალების აღწერას, რომლებიც მანამდე არ იყო საჯარო, როგორიცაა ქორწინება და სატანისტური დაკრძალვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Rodrigues, Luís F. (2010). Open Questions: Diverse Thinkers Discuss Religion, and Faith. ABC-CLIO. ISBN 978-0313386442. 
  • (2008) The Encyclopedia of Religion and Nature. Bloomsbury Publishing. ISBN 978-1441122780. 

ინტერვიუები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rodrigues 2010, p. 125.
  2. Rodrigues 2010.
  3. Taylor 2008.