პიტერ შორი
პიტერ უილისტონ შორი (ინგლ. Peter Williston Shor; დ. 1959 წლის 14 აგვისტო) — გამოყენებითი მათემატიკის ამერიკელი პროფესორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT). ის ცნობილია კვანტურ გამოთვლებზე მუშაობით, კერძოდ, შორის ალგორითმის შემუშავებით. ეს არის კვანტური ალგორითმი, ექსპონენციალურად უფრო სწრაფი ფაქტორირებისთვის, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერზე გაშვებული ამჟამად ცნობილი ყველაზე საუკეთესო ალგორითმი.
პიტერ შორი | |
---|---|
ინგლ. Peter Shor | |
დაბ. თარიღი | 14 აგვისტო, 1959 (65 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მათემატიკოსი, ინფორმატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და Tamalpais High School |
ჯილდოები | მაკართურის სტიპენდია, გიოდელის პრემია[1] , მეფე ფეისალის საერთაშორისო პრემია მეცნიერებაში, გიბსის ლექცია, IMU Abacus Medal, O'Reilly Open Source Award, Dickson Prize in Science, International Quantum Communication Award, დირაკის მედალი[2] , Fellow of the American Mathematical Society[3] [4] , IEEE Eric E. Sumner Award[5] და ACM-ის წევრი[6] |
საიტი | www-math.mit.edu/~shor/ |
განათლება
რედაქტირება1977 წელს, ტამალპაისის საშუალო სკოლაში სწავლის დროს, მილ ველში (კალიფორნია), შორმა მესამე ადგილი დაიკავა აშშ-ს მათემატიკურ ოლიმპიადაზე.[7] იმავე წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, მან იუგოსლავიაში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (ამ წელს აშშ-ს გუნდმა ყველაზე მეტი ქულა მიიღო ქვეყნებს შორის).[8] 1981 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში[9] და იყო პუტნამის სტიპენდიატი 1978 წელს. 1985 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი გამოყენებით მათემატიკაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მისი დისერტაცია ეხებოდა შეფუთვის ალგორითმების ალბათურ ანალიზს.
მათემატიკაში მან თანაავტორებთან ერთად დაამტკიცა პოლარული წრის თეორემა.[10]
კარიერა
რედაქტირებადოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ მან ერთი წელი გაატარა პოსტდოქტორანტად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, შემდეგ კი მიიღო თანამდებობა ბელის ლაბორატორიაში ნიუ-პროვიდენსში (ნიუ ჯერსი). სწორედ იქ შეიმუშავა შორის ალგორითმი, რისთვისაც მიენიჭა ნევანლინას პრემია მათემატიკოსთა 23-ე საერთაშორისო კონგრესზე 1998 წელს[11] და გიოდელის პრემია 1999 წელს[12] 1999 წელს მას მიენიჭა მაკარტურის სტიპენდია.[13] 2017 წელს მიიღო ICTP-ის დირაკის მედალი, ხოლო 2019 წლისთვის BBVA Foundation Frontiers of Knowledge Award in Basic Sciences. [14]
შორმა MIT-ში მუშაობა 2003 წელს დაიწყო. ამჟამად ის არის გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი MIT-ის მათემატიკის დეპარტამენტში. ის ასევე არის ასოცირებული CSAIL-თან და MIT-ის თეორიული ფიზიკის ცენტრთან (CTP).
მან მიიღო გამორჩეული კურსდამთავრებულების ჯილდო Caltech-ისგან 2007 წელს.[15]
2011 წლის 1 ოქტომბერს პიტერ შორი შეიყვანეს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში.[16] [17] ის აირჩიეს ACM-ის თანამშრომელად 2019 წელს „კვანტურ გამოთვლებში, ინფორმაციის თეორიისა და შემთხვევითი ალგორითმების შეტანისთვის“.[18] 2002 წელს აირჩიეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად.[19] 2020 წელს ის აირჩიეს ეროვნული საინჟინრო აკადემიის წევრად კვანტურ გამოთვლებში პიონერული წვლილისთვის.[20]
2020 წლის 30 ოქტომბერს Nature-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შორმა თქვა, რომ პოსტკვანტურ კრიპტოგრაფიას კვანტური საფრთხიდან გამოსავლად თვლის, თუმცა დაუცველი ალგორითმებიდან გადასასვლელად დიდი საინჟინრო ძალისხმევაა საჭირო.[21]
შორის ნაშრომები კვანტური კომპიუტერის შექმნაზე თანამედროვე კროპტოგრაფიას საფრთხეში აყენებს. კერძოდ, RSA ალგორითმს, რომელიც წარმოადგენს კრიპტოსისტემას ღია გასაღებით, მივყავართ პოსტკვანტურ კრიპტოგრაფიამდე, ანუ ისეთ კრიპტოგრაფიამდე, რომელიც აქტუალური იქნება კვანტური კომპიუტერის შექმნის შემდეგ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://sigact.org/prizes/g%C3%B6del.html
- ↑ https://www.ictp.it/prize/dirac-medal
- ↑ http://www.ams.org/fellows_by_year.cgi?year=2022
- ↑ http://www.ams.org/news?news_id=6852
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/sumner-rl.pdf
- ↑ https://www.acm.org/media-center/2019/december/fellows-2019
- ↑ Murray Klamkin (Editor)
- ↑ Stephen R. Dunbar, 'Identifying Talent: American Mathematics Competitions,' in Mathematical Association of America, Focus, Vol 24, Issue 3, March 2004, p 29
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2022-08-24.
- ↑ [Смирнов Е. Ю. „Три взгляда на ацтекский бриллиант“ — М. МЦНМО, 2015. ISBN 978-5-4439-0279-1. ст. 46
- ↑ Shor, Peter. Doc. Math. (Bielefeld) Extra Vol. ICM Berlin, 1998, vol. I.
- ↑ Parberry, Ian. (10 May 1999) 1999 Gödel Prize — Peter W. Shor.
- ↑ Peter W. Shor – Computer Science, Class of 1999, MacArthur Foundation
- ↑ BBVA Foundation Frontiers of Knowledge Award 2019
- ↑ 2007 Recipients. Distinguished Alumni Award. Caltech Alumni Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2011. ციტირების თარიღი: April 22, 2010.
- ↑ Academy Members: 1780-present. American Academy of Arts & Sciences.
- ↑ 2011 Members and Their Affiliations. American Academy of Arts & Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 17 October 2011
- ↑ 2019 ACM Fellows Recognized for Far-Reaching Accomplishments that Define the Digital Age, Association for Computing Machinery, https://www.acm.org/media-center/2019/december/fellows-2019. წაკითხვის თარიღი: 2019-12-11
- ↑ Peter Shor. www.nasonline.org. ციტირების თარიღი: 2021-03-28
- ↑ Dr. Peter W. Shor. NAE Website. ციტირების თარიღი: 2021-09-09
- ↑ Casteivecchi, Davide, Quantum-computing pioneer warns of complacency over Internet security, Nature, October 30, 2020 interview of Peter Shor
Серж Массар[англ.]Себастьян ПокуттаХанс Радж ТивариРональд де ВольфТомас Ротвосс