პიტერ პენიშოტლანდიელ მწერალ და დრამატურგ ჯეიმზ მეთიუ ბარის მიერ გამოგონილი პერსონაჟი. ონავარი ბიჭუნა, რომელსაც შეუძლია ფრენა და რომელიც არასოდეს ბერდება. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა დაკარგულ ბიჭუნებთან ერთად, კუნძულ ნევერლენდზე. მეგობრობდა ქალთევზებთან, ინდიელებთან, ფერიებთან, ებრძოდა მეკობრეებს და სტუმრობდა ბავშვებს, რომლებიც ნევერლენდის მიღმა მდებარე სამყაროში ცხოვრობდნენ. გარდა ბარის ნაწარმოებისა, იგი ასევე ფიგურირებს არაერთ მედია საშუალებაში. ცნობილია მის შესახებ უოლტ დისნეის სტუდიის 1953 წლის ანიმაციური ფილმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება