პიტერ მუთარიკა
არტურ პიტერ მუთარიკა (ინგლ. Arthur Peter Mutharika; დ. 1940, ჩისოკა, ტიოლო, ნიასალენდი) — მალაველი სახელმწიფო მოღვაწე, მალავის პრეზიდენტი 2014 წლის 31 მაისიდან. დაიბადა 1940 წელს. მისი უფროსი ძმა, ბინგუ ვა მუთარიკა იყო მალავის მესამე პრეზიდენტი. 2012 წლის 5 აპრილს, ძმის გარდაცვალების შემდეგ დააპატიმრეს სხვა ათ მაღალჩინოსანთან ერთად, ჯოის ბანდას გაპრეზიდენტებისათვის ხელის შეშლის, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალების ბრალდებით. ჯოის ბანდა კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.
პიტერ მუთარიკა | |
მალავის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მაისი, 2014 – 28 ივნისი, 2020 | |
ვიცე-პრეზიდენტი | საულოს ჩილიმა |
წინამორბედი | ჯოის ბანდა |
მემკვიდრე | ლაზარუს ჩაკუერა |
მალავის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 სექტემბერი, 2011 – 26 აპრილი, 2012 | |
წინამორბედი | ეტა ბანდა |
მემკვიდრე | ეფრაიმ ჩიუმე |
დაბადებული | 1940 ტიოლოს რაიონი, ნიასალენდი |
პოლიტიკური პარტია | დპპ |
შვილები | 3 |
განათლება | ლონდონის უნივერსიტეტი იელის სამართლის სკოლა |
რელიგია | პრესვიტერიანობა |
2014 წლის 20 მაისის არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი და 31 მაისს დაიკავა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Biographical Sketch of Peter Mutharikaდაარქივებული 2014-06-01 საიტზე Wayback Machine.