პიროფიტული წყალმცენარეები

პიროფიტული წყალმცენარეები (ლათ. Pyrrophyta) — უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება. ძირითადად მოძრავი, ზოგჯერ უძრავი, ერთუჯრედიანი, კოლონიური, იშვიათად ძაფნაირი ორგანიზმებია. ნაწილი უჯრედებისა შიშველია, ზოგჯერ დაფარულია მრავალკუთხიანი ფარებისაგან შემდგარი ორნაწილიანი ჯავშნიანი გარსით. პიროფიტული წყალმცენარეებს აქვთ 1 ან 2 შოლტი. ქრომატოფორები შეიცავს a და c ქლოროფილს და მოყავისფრო პიგმენტებს. პიროფიტული წყალმცენარეები ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ორგანიზმებია; სამარაგო პროდუქტია სახამებელი, იშვიათად ზეთი. ზოგიერთ აქვს მფეთქავი ვაკუოლი და თვალაკი. გამრავლება ხდება დაყოფით, ზოოსპორებით, აპლანოსპორებით. სქესობრივი პროცესი იშვიათია. პიროფიტული წყალმცენარეები ცხოვრობენ მტკნარ წყალში და ზღვაში. იწვევენ წყლის „აყვავებას“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ა. კომარნიცი, ლ. ვ. კუდრიშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, გვ. 38, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1973