პიროსომები (Pyrosomata; ბერძნ. pyr— ცეცხლი და soma — სხეული), ქორდიანთა ქვეკლასი გარსიანების ქვეტიპისა. ზღვის თავისუფლადმცურავი კოლონიური ცხოველებია. პიროსომების კოლონიის სიდიდე ჩვეულებრივად 20-30 სმ-ს არ აღემატება, მაგრამწყნარი ოკეანის ბინადარი Pyrosoma spinosum 30 სმ-ს აღწევს. პიროსომების კოლონიას ღრუ ცილინდრის ფორმა აქვს. მისი კედელი მინისებრ გამჭვირვალეა, მასში ერთ შრედაა განლაგებული ასციდიის მსგავსი პატარა ზოოიდი, რომლის პირის ღრუ იხსნება, ხოლო გამომტანი ხვრელი — კოლონიის საერთო კლოაკაში. ხახის მახლობლად ზოოიდს აქვს წყვილი მანათობელი ორგანო, რომელიც შეიცავს მანათობელ სიმბიოზურ ბაქტერიებს. ცნობილია პიროსომების 15-მდე სახეობა.

პიროსომები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  გარსიანები
ქვეკლასი:  პიროსომები
ლათინური სახელი
Pyrosomata

ლიტერატურა რედაქტირება