პირიბებუი (ესპ. Piribebuy) — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, კორდილიერის დეპარტამენტში. დოკუმენტები მისი დაარსების შესახებ პარაგვაის ომების დროს დაიწვა, ამიტომ მიიჩნევა, რომ იგი სავარაუდოდ 1636 წელს დაარსდა. ქალაქში მოქმედებს პატარა ისტორიული მუზეუმი, რომელიც პარაგვაისა და ჩაკოს ომებში ამ ქალაქის დიდ როლს უსვამს ხაზს. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 22 788 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
პირიბებუი
Piribebuy

ქალაქის ეკლესია
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი კორდილიერა
კოორდინატები 25°28′45″ ს. გ. 57°03′00″ დ. გ. / 25.47917° ს. გ. 57.05000° დ. გ. / -25.47917; -57.05000
დაარსდა 1636
ფართობი 209 კმ²
ცენტრის სიმაღლე 95 მეტრი
მოსახლეობა 22 788 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 3040
პირიბებუი — პარაგვაი
პირიბებუი

ქალაქის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება