პირველი რადიო (საქართველო)

პირველი რადიო — პირველი დამოუკიდებელი სტერეო რადიოსადგურია საქართველოში. "პირველი რადიო" ეთერში გავიდა 1994 წლის 15 სექტემბერს, 106.4 FM სიხშირეზე და მას შემდეგ, ფორმატში "ყველა დროის საუკეთესო მუსიკა" მაუწყებლობს. მისი მიღების არეალია თბილისი და მისი გარეუბნები; გორი და შემოგარენი და კახეთის რეგიონი მთლიანად. რადიოსადგურის აუდიტორია 20-დან 45 წლამდე ადამიანებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება