პირველი ნაბიჯი (ალმანახი)

პირველი ნაბიჯი — ქართული ალმანახი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული მიმართულების გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს. გამომცემელი — კ. კაპანაძე. გამოიცა ორი ნომერი; იყო „მოწაფისა“ და „მოწაფის ჩანგის“ გაგრძელება. ალმანახში დაბეჭდილია ლექსები, მოთხრობები, წერილები. თანამშრომლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ა. აბაშელი, გ. ტაბიძე, კ. გამსახურდია, დ. ჩხეიძე, ი. მჭედლიშვილი, ვ. ეგნატაშვილი, ქ. რაჭველიშვილი, ნ. წინამძღვრიშვილი და ი. გვანცელაძე.

ლიტერატურა რედაქტირება