მოწაფე
„მოწაფე“ — ყოველდღიური პედაგოგიური ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1908–1909 წლებში, № 3 და № 4 გამოვიდა „მოწაფის ჩანგის“ (რედაქტორი - ბ. კაპანაძე), ხოლო № 5 და № 6 — „პირველი ნაბიჯის“ (რედაქტორი — კ. კაპანაძე) სახელწოდებით. ჟურნალის ფურცლებზე წინა პლანზეა წამოწეული ბრძოლა ეროვნული სკოლისათვის, აღზრდისა და პედაგოგიური თეორიის მნიშვნელოვანი საკითხები. ჟურნალში თანამშრომლობდნენ დ. თურდოსპირელი, ვ. თამროშვილი, ი. მჭედლიშვილი, ა. შანშიაშვილი, ნ. წინამძღვრიშვილი და სხვები. რედაქტორ-გამომცემელი — ა. კაპანაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნარმანია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 156.