პინჩერები (ინგლ. pinscher) — ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. იყენებენ სასამსახუროდ და წვრილ მტაცებლებთან (ქრცვინი, დედოფალა და სხვა) საბრძოლველად. გამოყვანილია გერმანიაში. ამ ჯგუფს განეკუთვნება დობერმან-პინჩერები (მაგარი აღნაგობისაა, გულადი, ამაყი შესახედაობის. შავია, იშვიათად — ყავისფერი. სიმაღლე 68-72 სმ); მოკლებეწვიანი პინჩერები (მაგარი აღნაგობისაა, შავი სიმაღლე 43-48 სმ); უხეშბეწვიანი პინჩერები (შნაუცერი, სიმაღლე 40-50 სმ); ქონდარა (ჯუჯა) პინჩერები (სიმაღლე 25-31 სმ).

პინჩერებს ლეკვობაში ყურებს და კუდს ჰკვეთენ. გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში.

ლიტერატურა რედაქტირება